შპს „აუგუსტ ჯორჯიას“ მიერ ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გაწმენდის პროცესის ტექნოლოგია აკმაყოფილებს ყველა უმაღლეს ეკოლოგიურ მოთხოვნას. ჩვენ მიერ შექმნილი ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გამწმენდი დანადგარები საშუალებას გვაძლევს, მივიღოთ უმაღლეს დონეზე გაწმენდილი ჩამდინარე წყალი, რის შემდეგაც ის შეიძლება გამოვიყენოთ მეორადი მოხმარების, ანუ ტექნიკური დანიშნულების წყლად.

შემავალი ნაკადი თავდაპირველად გაედინება ბადეში (1), რომელიც განკუთვნილია მექანიკური ან სხვა შესაძლო ნარჩენების მოსაცილებლად. ამის შემდეგ ნაკადი გადადის ანაერობული ფერმენტაციის ზონის ღრუში(2), ერევა აქტიურ ლამს (რომელიც ერლიფტის საშუალებით გადმოდის მეორადი სალექარიდან), შემდგომ ზემოთ ნახსენები ნაკადი გადაედინება დენიტრიფიკაციის ზონაში (3), სადაც მიმდინარეობს აზოტის მოცილების პროცესები. ამ ზონიდან წყალი გადადის აერაციულ ზონაში (4). მხოლოდ ამგვარადაა შესაძლებელი ლამის შენარჩუნება სუსპენზირებულ (შეწონილ) მდგომარეობაში. დანადგარს ჰაერი მიეწოდება ჰაერის კომპრესორიდან, რომელიც ერთადერთი განუწყვეტლივ მომუშავე დანადგარია. აერაციულ ზონაში მიმდინარეობს აგრეთვე ნიტრიფიკაციის პროცესები. აერაციის ზონიდან წყალი ხვდება გამცალკევებლის ზონის (მეორადი სალექარის) ფსკერზე (5).

Thechnology

სწრაფად მზარდი ლამის ნაწილაკები, ძაბრის ფორმის მქონე განაწილების ზონის საშუალებით, ინარჩუნებენ უძრავ/სტაციონალურ ფორმას, გრავიტაციისა და ამწევი ძალების გაწონასწორების ხარჯზე. ჩამდინარე წყლები იფილტრება კარგად შეკუმშული, გამყარებული ლამის ფენაში და გამოედინება დანადგარიდან. ლამის გამსხვილებული ნაწილაკები იძირება მეორადი სალექარის ფსკერზე და ერლიფტის საშუალების გამოდის უკან, დენიტრიფიკაციის ან ნიტრიფიკაციის ზონებში.

AT მოდელის ჩამდინარე წყლების გამწმენდი დანადგარები შექმნილია საყოფაცხოვრებო და იდენტური ნარჩენების მქონე და საწარმოო ჩამდინარე წყლების გასაწმენდად. დანადგარები გამოიყენება კანალიზაციის ცენტრალურ მაგისტრალთან მიერთების შესაძლებლობების არქონის დროს.

Request a call back Give us your phone number and we'll call you!
The Name is required
The Phone is required
Thank you. We have got your request. We will contact you as soon as possible.