პატარა დანადგარები

AT8-50

დიდი დანადგარები

AT75-AT20000+

დანადგარების დამონტაჟება

მონტაჟი

მომსახურება WWTP

მომსახურება

 

შპს. აუგუსტის სპეციალისტები ასრულებენ ყველა ტიპის საყოფაცხოვრებო  ჩამდინარე წყლების გამწმენდი დანადგარების სამონტაჟო სამუშოებს. სამონტაჟო სამუშაოები არ წარმოადგენენ დიდ სირთულეს, შესაბამისად  დამკვეთს შეუძლია თავადვე დაამონტაჟოს დანადგარი ჩვენი კომპანიის მიერ მიწოდებული სქემებისა და ინსტრუქციის მიხედვით.

    1. დანადგარის დასამონტაჟებლად განკუთვნილი ადგილი უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მოთხოვნებს:
                ა) გაწმენდილი წყალი უნდა გაედინებოდეს თვითდენით;
                ბ) დანადგარის დამონტაჟება არ შეიძლება ისეთ ადგილზე სადაც გროვდება წვიმის ან გრუნტის წყალი;
    2. დანადგარისთვის განკუთვნილი ორმო ითხრება ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე ორმო ითხრება ექსკავატორის მეშვეობით, მაგრამ არა პროექტის მიხედვით გათვალისწინებულ სიღრმის დონის მიღწევამდე. მეორე ეტაპზე 20-30 სანტიმეტრის სისქის ფენა ითხრება ხელით. შესაბამისი ინსტრუქციების დაცვით, სათხრელი სამუშაობის შესაბამისი შესრულება უზრუნველყოფს დანადგარის მონტაჟს უძრავ გრუნტზე.  ორმოს სიღრმე დამოკიდებულია გამავალი წყლის მილის სიღრმეზე.
    3. ჩვენი კომპანიის მიერ დამზადებული დანადგარები, აუცილებელია დამონტაჯდეს ბეტონის საფუძველზე,  დანადგარის ჰორიზონტალური და ვერტიკალური მდგომარეობის უზრუნველყოფის მიზნით. მყარ გრუნტზე ბეტონდება 15-20 სმ. სისქის მქონე სტანდარტული არმატურის ბადე. ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს საჭირო დიამეტრის მქონე რკინაბეტონის ჭის რგოლების ძირი (KCD).
      მაღალი გრუნტის წყლების არსებობის შემთხვევაში დანადგარი ფიქსირდება ბეტონის საფუძველზე ანკორის მეშვეობით. ასეთ შემთხვევაში წინასწარ მომზადებულ ბეტონის საფუძველზე ისხმება და იტკეპნება დაახლოებით 40 სმ.-ის ხრეშის ფენა, დანადგარი მაგრდება ბეტონის საფუძველზე სამონტაჟო მარყუჟების გამოყენებით.
    4. დანადგარის ორმოში ჩაშვებისას აუცილებელია კიდევ ერთხელ შემოწმდეს მისი საპროექტო მდგომარეობა (სიღრმე, ჰორიზონტალურობა და ვერტიკალურიობა). ამის შემდეგ ერთდება შემავალი და გამავალი მილები (მილები უნდა იყოს უძრავ მდგომარეობაში). მილების დანადგართან მიერთება ხდება წებო/სილიკონის მეშვეობით. აუცილებელია მოსაჭერი მოწყობილობის დიამეტრი ემთხვეოდეს შემავალი და გამავალი წყლის მილების დიამეტრს. ჩამდინარე წყლების მიმწოდებელი მილის სიღრმე უნდა ემთხვეოდეს დანადგარის მოსაჭერი მოწყობილობის სიღრმეს.
    5. ჰაერის კომპრესორისთვის ირჩევა ადგილი. ტექნიკური მოთხოვნების მიხედვით ჰაერის კომპრესორი შეიძლება დამონტაჟდეს, როგორც შენობაში (ავტო-ფარეხი, საკუჭნაო და სხვა) ასევე გარეთ. შენობაში დამონტაჟებული ჰაერის კომპესორი არ უნდა ეხებოდეს კედელს ან სხვა რაიმე კონსტრუქციულ ნაგებობას. ხოლო გარეთ დამონტაჟების შემთხვევაში ის უნდა იყოს დაცული მტვრის, წვიმისა და ნესტისაგან. ჰაერის კომპრესორს სჭირდება ელექტრო კვების წყარო (220  V- 3X1,5Cu).
    6. იმ შემთხვევაში თუ ჰაერის კომპრესორი მონტაჟდება შენობაში, მას უერთდება  ჰაერის მიმწოდებელი მილები. აუცილებელია მინიმუმამდე დავიყვანოთ ჰაერის წნევის დანაკარგები. ეს მიიღწევა სისტემაში კუთხოვანი მილების ნაკლები გამოყენებით. ტექნიკური სპეციფიკაციების გათვალისწინებით, მანძილი დანადგარსა და ჰაერის კომპრესორს შორის არ უნდა აღემატებოდეს 6 მ.-ს.  ჰაერის მიმწოდებელი მილი იფუთება დამცავ გარსში და თავსდება მყარ საფუძველზე, ხელშეუხებელ გრუნტზე. ასევე აუცილებელია ფრთხილად დაიფაროს მიწით რათა არ დაზიანდეს.
    7. პროექტის მიხედვით დამონტაჟებული დანადგარი წყლით თანდათანობით ივსება. ხოლო დანადგარსა და ორმოს კოდეებს შორის არსებული სივრცე ივსება ქვიშით ე.წ. ბალიშებით 20-30 სმ სისქის ფენით, რომელიც ეტაპობრივად იტკეპნება რათა არ დააზიანდეს პოლიპროპილენი. დანადგარი წყლით ივსება გამავალი მილის დონემდე.
    8. დანადგარის სრული დამონტაჟების შემდგომ, იწყება ჩართვის/გაშვების ეტაპი, რომელიც უნდა განხორციელდეს მხოლოდ კომპანია „უგუსტ ჯორჯიას“ სპეციალისტების მიერ. დანადგარი ექსპლუატაციაში შედის აქტიური ლამის ჩაშვების შემდგომ, რომელიც მოტანილია უკვე არსებული ბიოლოგიური ჩამდინარე წყლების გამწმენდი დანადგარებიდან. (ლამის ინდექსი არ უნდა აღემატებოდეს 150 მგ/ლ. ან ლამი უნდა იყოს 20 დღეზე ნაკლები ასაკის). დანადგარის ჩართვის შემდგომ უნდა განხორციელდეს შესაბამისი მოქმედებები:
      ა) ჩართვა
      ბ) ტაიმერის დაპროგრამება და დანადგარში არსებული ჰაერის რეგულირება; იზომება ლამის ფენა და გადაიქაჩება აერაციის ზონაში. ეს ქმედებები უზრუნველყოფს ლამის სუსპენზირებულ/შეწონილ მდგომარეობას.
      გ) იწყება ჩამდინარე წყლების დანადგარში ჩაშვება.
    9. სამონტაჟო ადგილის განსაკუთრებულობის გათვალისწინებით, წინასწარ ირჩევა გაწმენდილი წყლის გასაშვები ადგილი. საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყლების გამწმენდი დანადგარის მიერ გაწმენდილი წყალი შეიძლება გაიშვას არსებულ გრუნტში (ინფილტრაციის ჭების ან ფილტრაციის მოედნების გავლით), ასევე მელიორაციის არხის მეშვეობით, გაწმენდილი წყალი შეიძლება ჩაეშვას წყალსატევში ან მოხდეს მისი მეორადი გამოყენება.
Request a call back Give us your phone number and we'll call you!
The Name is required
The Phone is required
Thank you. We have got your request. We will contact you as soon as possible.