ser 2

ser 2

შ.პ.ს. „აუგუსტ ჯორჯია“ არის ლიტვური კომპანია August ir ko-ს ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში. August ir ko დაარსდა 1998 წელს და დღეისათვის მისი წარმომადგენლობა 25-ზე მეტ ქვეყანაშია. კომპანია აწარმოებს, ამონტაჟებს და უზრუნველყოფს ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გამწმენდი დანადგარების ეფექტურ მუშაობას. ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გაწმენდის და გადამუშავების ტექნოლოგია დაფუძნებულია 40 -წლიან სამეცნიერო კვლევაზე, განვითარებაზე და ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე. კარგად დამონტაჟებული და გამართულად მომუშავე ჩამდინარე წყლების ინდივიდუალური გამწმენდი დანადგარები 10 000-ზე მეტ ინდივიდუალურ სახლს, სკოლებს, სასტუმროებსა თუ სხვა ს

აზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტებს, წლებია, წარმატებით ემსახურება როგორც ბალტიის ქვეყნებში, ასევე ევროპის, აზიის და აფრიკის უამრავ ქვეყანაში. შესაბამისი ინსტიტუციებიდან მიღებული ატესტატის საფუძველზე, კომპანიას უფლება აქვს, ნაწილობრივ ან მთლიანად აწარმოოს სამშენებლო სამუშაოებიც. კომპანიამ საკუთარ წარმოებაში დანერგა მართვის ხარისხის ISO 9001, გარემოს მართვის ISO 14001 და სამუშაო პირობების უსაფრთხოების და ჯამრთელობის მართვის BS OHASAS 18001 სტანდარტები. შპს AUGUST IR KO -ს მიერ დამზადებული დანადგარები 2006.07.31 – 2007.05.31პერიოდში შემოწმდა ახენის (გერმანია) დამოუკიდებელ ლაბორატორიაში. მათი განცხადებით, AT6-50 საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყლების გამწმენდი დანადგარები მთლიანად აკმაყოფილებს ევროკავშირის მოთხოვნებს (ევროკავშირის დირექტივის N.89/106/EEC სამშენებლო პროდუქტებისადმი მოთხოვნებს და შეესაბამება EN 125666-3:2006+A1:2009-ს. საბოლოო ჯამში, კომპანიამ მიიღო სრული უფლება CE ნიშნით აწარმოოს ჩამდინარე წყლების ყველა ზომის გამწმენდი დანადგარები.

 

 

Request a call back Give us your phone number and we'll call you!
The Name is required
The Phone is required
Thank you. We have got your request. We will contact you as soon as possible.